მოგესალმებათ Mozilla
სანდო ტექნოლოგიებით დაწყებული, ხალხის ციფრული უფლებების უზრუნველმყოფი დებულებებით გაგრძელებული, ჩვენთვის უწინარესი თქვენ ხართ და იქნებით — მუდამ.
კვლავ შეიყვარეთ ინტერნეტი
გათავისუფლდით ტექგიგანტებისგან — ჩვენი პროდუქტები მოგცემთ ინტერნეტის უსაფრთხოდ და პირადულობის დაცვით გამოყენების შესაძლებლობებს.
- Firefox: სანიმუშო საშუალება გვერდების მოსანახულებლად სწრაფად, პირადულობითა და სრულად მართვის შესაძლებლობით.
- Thunderbird: გაიიოლეთ საქმე თქვენი ყველა ელფოსტის, კალენდრისა თუ სატელეფონო წიგნაკის ერთად თავმოყრით.
- Mozilla VPN: დატოვეთ თქვენი ადგილსამყოფელი და ინტერნეტთავგადასავლები პირადი — გაუშვით პირდაპირი ეთერები ადგილობრივთა მსგავსად ნებისმიერ მხარეში.
- Mozilla Monitor: გამოიჩინეთ წინდახედულება, თუ თქვენს პირად ინფორმაციას საფრთხე დაემუქრება და აღკვეთეთ წვდომა, როგორც გამოცდილმა.
- Firefox Relay: შენიღბეთ თქვენი ელფოსტა და ტელეფონის ნომერი, რომ მხოლოდ სასურველი შეტყობინებები მიიღოთ.
- Solo: მყისიერად შექმენით მოხდენილი ვებსაიტი, რომ მეტად განავითაროთ თქვენი საქმიანობა.
- 0DIN: დაიცავით თქვენი ხელგონი GenAI-სისუსტეების მოძიებითა და აღმოფხვრით, სანამ შემტევები რამეს მოიმოქმედებენ.
გაიღეთ შემოწირულობა – Mozilla Foundation
Mozilla Foundation ქმნის მომავალს, რომელშიც ტექნოლოგია იქნება ხალხის ძალით მართული და იმთავითვე ღია მოწყობის მქონე. სწორედ ამიტომ ვასაზრდოებთ ერთობაზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს საყოველთაო გავრცელებით, განათლებით, დაფინანსებითა თუ სიახლეების დანერგვით – რათა უზრუნველვყოთ, რომ ტექნოლოგიების მომავალი იყოს საყოველთაოდ სასიკეთო. მაგრამ ეს მხოლოდ ერთად დგომით იქნება შესაძლებელი.
ჩვენ ვართ არამომგებიანი და ვამაყობთ ამით. გსურთ დღესვე უზრუნველყოთ შემოწირულობით Mozilla?
შემოუერთდით მოძრაობას:
AI ხალხისთვის
ჩვენი მიზანია, გავუადვილოთ ხალხს შემუშავება და თანამშრომლობა ღია წყაროს მქონე და სანდო AI-საშუალებების შექმნისთვის.
Mozilla – მონაცემთა კრებულები

Mozilla მონაცემთა კრებულებით აშენებს ხელგონის ისეთ გარემოს, რომლის უპირველესი საფუძველიც საზოგადოებაა.
შემოუერთდით დღესვე
თავად განკარგეთ, რასაც ქმნით

კიდევ გამოგვადგება თუ არა „LAMP-წყება“ ხელგონის ხანაში? ჩვენ გვესაჭიროება ტექნოლოგია, რომელიც იქნება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და იმ ხალხის საკუთრებაში, ვინც მას იყენებს.
უყურეთ ახლავე
აირჩიეთ პირველი წყება

ხელსაწყოები თქვენს არჩევანზეა. ღია წყაროს მქონე ერთიანი ნაკრები, რომელიც გააიოლებს თანამედროვე სახის ხელგონის საშუალებებისა და პროგრამების შექმნასა თუ გამოცდას.
დაიწყეთ ახლავე
Mozilla Ventures

წამოწყება გაქვთ, რომელიც ადრეულ საფეხურზეა? წარადგინეთ თქვენი კომპანია და Mozilla Ventures უზრუნველყოფს მის დაფინანსებას, მომავლისა და ხელოვნური გონის დადებითი კუთხით განვითარებისთვის.
ვრცლად
ორმაგი წმინდა მოგება ტექნოლოგიისთვის

მარკ სურმანი განიხილავს, თუ როგორ უნდა შევქმნათ ტექგარემო ორმაგი წმინდა მოგებით — მიზნების შესრულებითაც და შემოსავლის მოტანითაც.
უყურეთ ახლავე
საქმის შემსრულებლების არე

შეწყვიტეთ მყიფე თვითმართვადი სისტემების შეკოწიწება და მათზე თანგადაყოლილი ზრუნვა. Mozilla.ai გთავაზობთ სივრცეს, სადაც მხოლოდ თქვენი მიზნის აღწერით შეგიქმნით მოქნილ AI-შემსრულებლებს, რომლებიც იმუშავებს თქვენს ხელსაწყოებთან და მიხედავს დაკისრებულ საქმეს.
დაიწყეთ
თქვენ, ხელოვნური გონი და ინტერნეტი – რა ხდება სინამდვილეში?
-
სახეობასაკითხიშესავალი
-
სტატიაახალი ამბებიMozilla მიესალმება რაფი კრიკორიანს ტექნოლოგიების ხელმძღვანელად
-
სტატიაღია კოდის მქონე ხელგონიMozilla.ai – აღმასრულებელი დირექტორი ღია ხელგონის უპირატესობებზე საუბრობს
-
სტატიაპროდუქტებიგაეცანით Thundermail და Thunderbird Pro
-
ვიდეოპირადულობა და უსაფრთხოებატექნოლოგიის მომავალია არჩევანი. აირჩიეთ ჩვენთან ერთად.
-
სტატიაახალი ამბები„ხელსაყრელი დრო ჩვენთვის“: Firefox ხელგონის მქონე ბრაუზერების პირისპირ და რა ელის ვებსივრცეს
-
სტატიაახალი ამბებიMozilla ახალი განაცხადით: ჩვენ ვართ ერთადერთი ბრაუზერი მილიარდერების მხარდაჭერის გარეშე
-
სტატიაახალი ამბებიMozilla-ს გადაწყობა: ხელგონისთვის კეთდება ის, რასაც ვაკეთებდით ვებსივრცისთვის.
-
სტატიაახალი ამბებიინტერვიუ მარკ სურმანთან: როგორ ერგება Mozilla ხელგონის ხანას
-
ვიდეოხელოვნური გონიერებაქალების საუბრები ტექწარმოების შესახებ: GenAI-ის დამატება გეგმების გადაუხვევლად
-
ვიდეოხელოვნური გონიერებაღია წყაროს ხელგონის ზრდა: მარკ სურმანი და ტიმ ბრედშოუ
რა მდგომარეობაშია Mozilla
ჩვენ ვდგავართ მომავლის ტექნოლოგიების გზაგასაყარზე, ხელგონზე მიმართული დიდი კომპანიების მიერ ძალაუფლების განმტკიცების ხანაში. მოხსენება Mozilla 2025 ერთგვარი მოსაწვევია, რომ ერთად ავირჩიოთ განსხვავებული მომავალი.
2025
გაეცანით საკითხებს, რომლებიც აყალიბებს ინტერნეტის მომავალს
შესამოწმებელი მანქანები

ატლანტიკში Mozilla-ს ტექნოლოგიების ხელმძღვანელი რაფი კრიკორიანი სვამს კითხვას, თანამოსაუბრე და შემოქმედი ხელგონი გამალებით რატომ ცდილობს აღგვაფრთოვანოს და რას მოასწავებს ეს კაცობრიობისთვის. (სურათის მომწოდებელია ატლანტიკი)
ვრცლად
არაფერი პირადული

ჩვენი ახალი ჟურნალი დამოუკიდებელი მოაზროვნეებისთვის, ტექნოლოგებისა და შემოქმედებისთვის, ციფრული კულტურის წინა ხაზზე.
წაიკითხეთ ახლავე